Wednesday, November 2, 2016

     პროექტ  ,,სამართლის ქალაქის“  ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების  შესაბამისად  ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელმა მოსწავლეებმა   გაითამაშეს იმიტირებული სასამართლო პროცესი: საოჯახო სამართალი -  თემა - „განქორწინება “.
    პროექტის ბენეფიციარებმა  განიხილეს კაზუსი - რეალური სიტუაცია  მოქალაქეთა ცხოვრებიდან,  გამოთქვეს საკუთარი  მოსაზრებები და  გაანალიზეს საქართველოს  მოქალაქის კონსტიტუციური  უფლებები და თავისუფლებები.

     იმიტირებული სასამართლო პროცესის ბოლოს  ბენეფიციარებს დაურიგდათ საინფორმაციო ბუკლეტები,   მოისმინეს  კანონის განმარტებები  და  მიიღეს ინფორმაცია სასამართლო პროცესზე გამოსაყენებელი მთავარი წესების შესახებ.


    პროექტს აფინანსებს ქალაქ თბილისის  მუნიციპალიტეტის მერიის  განათლების,  სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური.